თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მიმდინარე სტრატეგიული დონის - თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის მსმენელები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში იმყოფებოდნენ. სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა და სტუმრებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლების განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, უწყებათშორის თანამშრომლობასა და რეზერვის სისტემის განვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
სრულად წაკითხვათავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელები და სკოლის პერსონალი, პროგრამის სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სრულად წაკითხვა2022 დეკემბერში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ მოწვეული სპიკერის რანგში სტუმრობდა ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, ქალბატონი მააიკე ვან კოლდამი.
სრულად წაკითხვა2022 წლის დეკემბერში, “თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელებისათვის „საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების“ მოდულის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო ტური ქ. ერევანში სომხეთის რესპუბლიკა.
სრულად წაკითხვათავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ მოწვეული სპიკერის რანგში სტუმრობდა ფსიქოლოგი, აღმოსავლეთ უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციური უნარების მართვის ტრენერი, ბატონი ზურა მხეიძე.
სრულად წაკითხვა