პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს. პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. 

სრულად წაკითხვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დელეგაცია 15-16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოს ქ. ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გაიმართა ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

სრულად წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების შესახებ კურსი ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ალიანსის კეთილსინდისიერების აღმშენებლობის (BI) დირექტორატის ტრენერთა ჯგუფსა და ტრენინგის მსმენელებს შეხვდა. ლელა ჩიქოვანმა ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ექსპერტებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა.

სრულად წაკითხვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა.

სრულად წაკითხვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით, დაიწყო მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი - სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“.

სრულად წაკითხვა