დისტანციური სწავლება

დისტანციური სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაარსების დღიდან სკოლა აქტიურად მუშაობს დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმთან, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტთან პარტნიორობით განხორციელდა დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების სამ წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაინერგა დისტანციური სწავლების პლატფორმა LMS MOODLE და შეიქნმა შემდეგი ონლაინ სასწვალო კურსები:

  • ნატოს საორიენტაციო კურსი
  • ნატოს კეთილსიდისიერების ამაღლების საბაზისო კურსი
  • შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციებში
  • საინფორმაციო ომი და პროპაგანდა
  • კიბერჰიგიენის კურსი
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საორიენტაციო კურსი
  • კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში
  • გენდერული როლი სამშვიდობო ოპერაციებში
  • სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე
  • ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების კურსი

ასევე 2017 წლიდან სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია.

საქმიანობის 5 წლის განმავლობაში სკოლამ დისტანციური სწავლების მიმართულებით ჯამში 2000-ზე მეტი მსმენელი გადაამზადა.