თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარება ნატოსა და საქართველოს ერთობლივი პასუხისმგებლობაა.პროცესში აქტიურად მონაწილეობს ნატო სხვადასხვა პროგრამისა და ნდობის ფონდის მეშვეობით:
პროცესში აქტიურად მონაწილეობს ნატო სხვადასხვა პროგრამისა და ნდობის ფონდის მეშვეობით:
პროფესიული განვითარების პროგრამა - პროფესიული განვითარების პროგრამამ სკოლის დაარსების და შესაძლებლობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის სამეფოს აქტიური მხარდაჭერით, სკოლა პირველი სასწავლო დაწესებულება გახდა საქართველოში, რომლის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა გაიარეს წელიწადნახევრიანი სასწავლო პროგრამა, მოიპოვეს სწავლებისა და განვითარების მენეჯერის საერთაშორისო სერტიფიცირება და ლონდონის CIPD კომპანიის ასოცირებული წევრის სტატუსი, პერსონალისა და განვითარების ინსტიტუტი (Chartered Institute of Personnel and Development) კომპანია 1913 წელს დაარსდა და დღეისათვის 150 000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.
PDP პროგრამის მხარდაჭირით, სკოლა გეგმავს სწავლების და განვითარების თანამედროვე მეთოდების შესახებ ვოქრშოფისა და ეროვნული კონფერენციის ორგანიზებას, ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება სწავლების ინოვაციური მეთოდების ინტეგრირება.
კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა - გამჭვირვალობის და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად, სკოლა დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან. მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩატარდა ადგილობრივი და საერთაშორისო კურსები, ტრენერთა მომზადების პროგრამები, სასწავლო მასალებისა თუ სხვადასხვა ინსტიტუციური შესაძლებლობიბების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები.
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ფონდი - ფონდი წარმოადგენს სკოლის უმსხვილეს ფინანსურ კონტრიბუტორს. ფონდის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების (გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, სლოვაკეთი, თურქეთი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო) მხრიდან განხორციელდა თანხის გამოყოფა. სკოლის მიერ ფონდში აკუმულირებული თანხით განხორციელდა კლინგენდაილის ინსტიტუტის 4 წლიანი პროიქტის დაფინანსება, სინქრონული თარგმნის აპარატურის შესყიდვა, მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება დისტანციური სწავლების შესაძლებლობებისა და სასწავლო მასალების განვითარებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზება.
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს დახელოვნების ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებთან. აღსანიშნავია თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრთან, რომელთა მხარდაჭერით განხორციელდა ნატო-ს საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციის კურსის განვითარება.
არსებობის 5 წლის განმავლობაში სკოლამ უმასპინძლა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, აღსანიშნავია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, გერმანიის თავდაცვის მინისტრის, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწის, სლოვაკეთის და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოდგილეების (სახელმწიფო მდივანი) ვიზიტები.
ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის საკითხებზე მიმდინარეობს გამოცდილების გაზიარება ნატოს სასწავლო დაწესებულებებთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა შემდეგ ქვეყნებთან:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - გერმანია ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის ლიდერი ქვეყანაა. დაარსების დღიდან სკოლაში მოვლენილი გერმანელი ექსპერტები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის განვითარების პროცესში, ამავდროულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს სკოლის ძირითადი ფინანსური კონტრიბუტორს;
სლოვაკეთის რესპუბლიკა - სკოლის განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობს სლოვაკეთის მიერ მოვლენილი მრჩეველი. სლოვაკეთის რესპუბლიკის შეირაღებული ძალების აკადემია სკოლას აკრედიტაციის საკითხებში უზიარებს გამოცდილებას.
ნიდერლანდების სამეფო - ნიდერლანდების სამეფომ პირველმა გამოთქვა სკოლის ფინანსური მხარდაჭერის მზაობა. კლინგენდაელი საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სკოლის შესაძლებლობების განვითარების 4-წლიანი გეგმა ეფექტიანად ხორციელდება. კლიგენდაილის ინსტიტუტს განსაკუთრებული როლი აკისრია სკოლის ტრენერთა გადამზადების საქმეში. ყოველწლიურად, იდენტიფიცირებული ტრენერები გადიან ტრენერთა ტრენინგს რაც ზრდის სკოლის და ზოგადად უსაფრთხოების სექტორის ადგილობრივ სასწავლო შესაძლებლობებს.
იტალიის რესპუბლიკა - იტალიის არმიის პოსტ-კონფლიქტური ოპერაციების სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით, ქართველ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა ,,სტაბილიზაციის და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“, რომელიც წარმატებით ტარდება.
ნორვეგიის სამეფო - ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა 3 წლიანი პროექტი დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, პროექტში მონაწილეობა მიიღეს ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტი.
ესტონეთის რესპუბლიკა - ესტონეთისა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით უკვე მრავალი წელია ტარდება სკოლის კურსებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი;
რუმინეთი - გამოცდილების გაზიარების მიზნით, სკოლა თანამშრომლობს ნატოს აკრედიტაციის მქონე სასწავლო დაწესებულებებთან;
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო - სკოლის ტრენერთა გადამზადების კუთხით აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის უმნიშვნელოვანესია თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტთან თანამშრომლობა.
სკოლა თანამშრომლობს ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის სასწავლო დაწესებულებებთან. ასევე თანამშრომლობს უკრაინის ეროვნნული თავდაცვის აკადემიასთან, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ცოდნისა და გამოცილების გაზიარებაზე ორიენტირებული შეხვედრები.
სკოლას აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან (DCAF).
სკოლის პარტნიორების რიცხვი მუდმივად მზარდია.