სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულება ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაა. შესაბამისად სკოლის სამიზნე აუდიტორიას, არა მხოლოდ თავდაცვის უწყების, არამედ უსაფრთხოების ფართო სექტორის თანამშრომლები წარმოადგენენ. სკოლის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება უსაფრთხოების სექტორის უწყებების უშუალო ჩართულობით. აქტიურად მიმდინარეობს სამთავრობო უწყებების სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარების მიზნით.
სკოლა ასევე წარმატებით თანამშრომლობს საქართველოში არსებულ თემატურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და Think Tank- ებთან. აქტიურად ხორციელდება კოორდინაცია აკადემიურ წრეებთან, უნივერსიტეტებთან ურთიერთგაგების მემორანდუმებისა თუ სხვა თანამშრომლობის ფორმატების ფარგლებში.
ეროვნულ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ქვეყნის საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობაა, შესამაბისად სკოლა გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერით, რათა უზრუნველყოს ეროვნულ დონეზე ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერა.