სკოლის შესახებ

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავის მხრივ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით განვითარდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც  საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

სკოლის მისია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

სკოლის ხედვა - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას მრავალმხრივი მიდგომის და პარტნიორებთან თანამშრომლობით (ნატო, ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნები) შეუძლია ეროვნულ და რეგიონული დონის უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება - შესაძლებლობების გაზრდის, სწავლებისა და განვითარების მხარდამჭერი აქტივობების საშუალებით.

 

იზნები:

მოკლევადიანი 2021–2022 წწ - სკოლის მიერ  ნატო-ს ინსტიტუციური  აკრედიტაციის მიღება, თანამედროვე სწავლებისა და განვითარების მეთოდების ინტეგრირება საერთო სასწავლო ციკლში.

საშუალოვადიანი 2023-2025 წწ - სკოლის ანალიტიკური კომპონენტის ეტაპობრივი განვითარება;  რეგიონის მასშტაბის (ფართო შავი ზღვის კონტექსტში) სასწავლო, ანალიტიკური აქტოვობების ერთობლივი ორგანიზება და  რეგიონული მასშტაბის ცოდნის/დახელოვნების ცენტრად ჩამოყალიბება -  ნატოსა და ევროკავშირის ჩართულობით.

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ემსახურება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებას ტრენინგებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით. სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

კარგი მმართველობის მხარდაჭერა - სკოლის აქტივობები მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მაღალი თანამდებობის პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყოს ფართო უსაფრთხოების სექტორში მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კეთილსინდისიერების ამაღლებას, გამჭვირვალობისა და  ანგარიშვალდებულების გაზრდას, კორუფციული რისკების შემცირების ხელშეწყობას. 

თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - სკოლა უზრუნველყოფს ფორუმს დისკუსიებისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის, რათა ჩამოყალიბდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალს, სხვა სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

უწყებათაშორისი თანამშრომლობა - სკოლა ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის გაზიარების, კავშირების გამყარების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ფორმატების მეშვეობით.  

ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობა - სახელმწიფო უსაფრთხოება ერთობლივი ეროვნული პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, სკოლა უზრუნველყოფს პლატფორმას დისკუსიებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც უსაფრთხოების ორგანოებთან ერთად მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (აკადემიური წრეები, ექსპერტები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები).

 

სწავლების და საქმიანობის ძირითადი მიდგომები: 

სკოლის საქმიანობა აერთიანებს ოთხ ფუძემდებლურ მიდგომას:

კომპეტენციის განვითარება - სათანადო ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და გამოცდილებით აღჭურვილ პროფესიონალებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ უსაფრთხოების სექტორის განვითარებისთვის. სკოლა ხელს უწყობს კომპეტენციებისა და პროფესიული უნარების განვითარებას მათთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია უსაფრთხოების სისტემის მართვასა და განვითარებაში. მნიშვნელოვანია სკოლის პროგრამების მონაწილეებმა  შეძენილი კომპეტენციები რეალურ შედეგებად აქციონ და  პოზიტიური გავლენა მოახდინონ მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე.

გამჭვირვალობის ხელშეწყობა - გამჭვირვალობა და ანგარიშვლადებულება არის ინსტიტუციური განვითარების  ფუნდამენტი. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აწესებს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების მაღალ სტანდარტს. გარდა ამისა, უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების მხარდაჭერა არის სკოლის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაც სკოლას და მის სასწავლო აქტივობებს სპეციფიკურ  ფუნქციას აკისრებს.

ერთიანობა - ერთიანობა წარმატების გასაღებია. ერთიანობა ქმნის უსაფრთხოების განცდას და შესაძლებლობების განვითარებას. ერთიანობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც თითოეულ ინდივიდი აცნობიერებს, თუ როგორ აისახება მათი მიდგომები და საქმიანობა საერთო ხედვასა და წარმატებაზე.  სკოლა ხელს უწყობს ერთიანობის შეგრძნების გაღრმავებას, უსაფრთხოების სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების  წამომადგენლების ერთ სივრცეში თავმოყრის,  მათთვის იდეებისა  და აზრების გაზიარების შესაძლებლობის უზრუნველყოფის გზით.

უსაფრთხოებაზე ორიენტირებული - სკოლა ახორციელებს უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერას სასწავლო აქტივობებისა და ისეთი პროფესიული კომპეტენციების განვითარები საშუალებით, რაც  ხელს შეუწყობს ,,რბილი ძალის“ კომპონენტის განვითარებას (დიპლომატია, ინოვაცია,  ეფექტიანი მართვა) და თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესზე. 

სამიზნე აუდიტორია:

პროფესიული განვითარების კუთხით, სკოლის აქტივობები ძირითადად განკუთვნილი იქნება საქართველოს თავდაცვის სისტემის სამოქალაქო თანამშრომლებისთვის, საქართველოს შიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალისთვის (კაპიტანი - პოლკოვნიკი) და სხვა სამთავრო უწყებების სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის.  სკოლის სამიზნე აუდიტორია ასევე მოიცავს შავი ზღვის რეგიონის  და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების  უცხოელ მონაწილეებს შესაბამისი პროფესიული პროფილით.

სკოლის ის აქტივობები, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით  დისკუსიებს, კომუნიკაციას და ინფორმაციის გაზიარების ფორმატებსა და ანალიტიკურ პროდუქტებს გულისხმობს, განკუთვნილი იქნება სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების, ასევე სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემატიკით, როგორც  საქართველოში, ისე კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონსა და ნატო-ს  წევრ და პარტნიორ ქვეყნებში.

 

სკოლის საქმიანობის შეფასებები:

რონ ტონი - კლინგენდაელის ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აკადემიის დირექტორი

როსარია პუგლისი - საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსი

პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი - ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი გუნდის ლიდერი