თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მუდმივად ზრუნვას თავისი აქტივობებისა და შიდა პროცესების გაუმჯობესებაზე. ამის ნათელი მაგალითია აღნიშნული კუთხით სკოლის აღიარება როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე ნატო-ს მიერ.
ეროვნულ დონეზე მოპოვებული აღიარება: სკოლამ წარმატებით გაიარა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასება, რომლის შედეგად სკოლის მიერ შემუშავებულ პროფესიული განვითარების ორ პროგრამას „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ და „მენეჯერული უნარები“ მიენიჭა აკრედიტაცია. 2020 წლიდან სკოლა წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის საჯარო მოხელეებისთვის.
საერთაშორისო დონეზე მოპოვებული აღიარება: ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით სკოლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სკოლაში დაინერგა ნატო-ს სტანდარტებთან სრულად თავსებადი ხარისხის მართვის სისტემა და განხორციელდა „საბაზისო სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის“ სერტიფიცირება ნატო-ს მიერ. აღნიშნული კურსი შემუშავდა და განხორციელდა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით.
2020 წლის ივლისში სკოლამ გაგზავნა ოფიციალური განაცხადი ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად და მიიღო აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსი. მიმდინარე წლის ნოემბერში დაგგეგმილია ნატო-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტი სკოლაში, რომლისთვისაც სკოლა აქტიურად ემზადება.