ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსი

ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დახელოვნების ცენტრთან 4 წლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად სკოლამ განავითარა და თავის კურს კატალოგში დანერგა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსი. 2020 წლის მაისში, სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსს, ნატო-მ მიანიჭა სერტიფიცირება სტატუსით: ,,ნატოს მიერ შერჩეული (NATO SELECTED)’’.

მსგავსი შეფასება უპრეცენდენტოა საქართველოსთვის, აღსანიშნავია, რომ საქართველო, გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატოს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა. კურსის სერტიფიცირებით, სკოლამ ნატო-ს ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის განაცხადის წარდგენის უფლება მოიპოვა.

აღნიშნული კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საინფორმაციო გარემოს ანალიზის, საინფორმაციო აქტივობების შემუშავებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიდგომების გამოყენების შესწავლა.

კურსის მიმდინარეობისას ქართველი და უცხოელი სპიკერები განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაციის არსი; ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტი; საინფორმაციო გარემო და მისი აქტორები; ციფრული ლანდშაფტი; ნარატივი და მტრული ნარატივი, სტრატეგიული კომუნიკაციები ნატოსა და საქართველოში.

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსი მიზნად ისახავს ქართველ და უცხოელ მსმენელებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების როლისა და მნიშვნელობის, საინფორმაციო გარემოს, მისი განსაზღვრებისა და შინაარსის, ნარატივების როლის ამოცნობის უნარების განვითარებას.