საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა;

მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში; 

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში სკოლა იხელმძღვანელებს "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მარინე ბარაქაძე

ელექტრონული მისამართი - DIBS@MOD.GOV.GE

მის: ქ. თბილისი, ჭონქაძის ქ #20.