მოკლევადიანი სასწავლო ღონისძიებები

კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირების კურსი  

მიზანი:   თავდაცვასა და უსაფრთხოების ფართო სექტორში არსებული კორუფციული რისკების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა.  კურსის მონაწილეები შეისწავლიან  იმ ძირითად შესაძლო წყაროებს, კონცეფციებსა და მექანიზმებს, რომელიც აუცილებელია კორუფციის ამოსაცნობად.

სამიზნე აუდიტორია: თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა:  25

ჰიბრიდული ომი და საინფორმაციო  პროპაგანდა 

მიზანი: ჰიბრიდულ ომის, როგორც სამხედრო-პოლიტიკური მიზნების
მიღწევის თანამედროვე საშუალების ანალიზი და მისგან მომდინარე საფრთხეების მიმოხილვა. ინფორმაცული  ზემოქმედების საშუალებებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების ანალიზი, საინფორმაციო ომის ძირითადი ასპექტების, გავლენის მექანიზმებისა მოქმედების ძირითადი პრინციპების გაცნობა. მონაწილეები  შეისწავლიან სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ოპერაციების  მექანიზმებს, ასევე მანიპულაციის მეთოდებსა და მიდგომებს.

ხანგრძლივობა: 3 დღე

სამიზნე აუდიტორია: თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის  სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.  

მაქსიმალურ მონაწილეთა რაოდენობა: 25

კიბერუსაფრთხოების საორიენტაციო დისტანციური სწავლების კურსი  

მიზანი: კიბერუსაფთხოებაზე ცნობიერების ამაღლება, ძირითადი ინფორმაცია კიბერ საფრთხეებსა და მათი პრევენციის გზებზე. მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორებიცა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფისა და ვირუსების სხვადასხვა ტიპები;   იბერკრიმინალი (მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკა);

უსაფრთხოების რეკომენდაციები და ანტივირუსული პროგრამები;  თავდაცვის სამინისტროს რეგულაციები და პროცედურები.

ხანგრძლივობა:  2 კვირა

სამიზნე აუდიტორია:  თავდაცვის სამინისტროს პერონალი (სავალდებულო) და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი   

მიზანი: საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ინდივიდუალურ დონეზე თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა და როლი უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.  

კურსის ფარგლებში განიხილება შმდეგი საკითხები: თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა; ეროვნული უსაფრთხოება და პოლიტიკა; საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია; თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები; უსაფრთხოება ფართო კონტექსტში; სამოქალაქო მხარდაჭერა;

კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე   

სამიზნე აუდიტორიასაჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 45

ეფექტური კომუნიკაცია   

მიზანი: ოპერატიულობის, პროდუქტიულობისა და ინფორმაციის მიმოცვლის ეფექტურობის ამაღლება ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობების დროს. 

კურსის ფარგლებში განიხილება შმდეგი საკითხები:   მართვის პროცესში კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა; კომუნიკაცის პროცესი, ეტაპები, დამახინჯებული ინფორმაცია  დამოკიდებულებები; ვერბალური და არა ვერბალური კომუნიკაცია და სხეულის ენა; უკუკავშირი და მისი მნიშვნელობა; სატელეფონო კომუნიკაციის  ეტიკეტი და უნარები; ნეირო ლინგვისტური პროგრამები და მათი როლი კომუნიკაციაში; რთული სიტუაციების მართვა და გამოსავლის გზები; მოლაპარაკების ტექნიკა; თანამშრომლებთან ურთიერთობა და პოზიტიური გარემოს შექმნა;

კურსის ხანგრძლივობა:  3 დღე 

სამიზნე აუდიტორია:   თავდაცვისა და უსაფრთხოების წარმომადგენლები, სამხედრო ლიდერები

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა:  25